კლუბები








2016 სასწავლო წელი

ყველაზე ლამაზ და მხიარულ დღეს, მხოლოდ 17 დეკემბერს შეიძლება დილით ბავშვებს კანფეტები აწვიმდეთ :))
დიახ, არ ცდებით, ეს სსიპ ქ. თბილისის #16 საჯარო სკოლაში ხდება, სადაც ყველა კეთილი სურვილი სრულდება.
ფრთხილად!
ჩვენს სკოლაში ვირუსი სახელწოდებით: "სიკეთე, სიყვარული..." ეპიდემიად გადაიქცა.
მადლობა ყველას და გილოცავთ წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს!.






2015 წლის 22 ნოემბერს, საერთაშორისო ორგანიზაცია "ეკოხედვის" ორგანიზებით ჩატარდა ეკო-გაკვეთილი "ჩემი ტყე", რომელშიც მონაწილეობა მიიღო სსიპ ქ. თბილისის #16 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა "ოჩოპინტრე"-მ (ხელმძ: მ. მამულაშვილი).
მადლობას ვუხდით ყველას საინტერესო გაკვეთლისთვის






ა/წლის 8 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა ეკო-ვიქტორინა "ბუნება მბრძანებელია". თბილისის სხვადასხვა სკოლის გუნდებთან ერთად, ვიქტორინაში მონაწილეობა მიიღო სსიპ ქალაქ თბილისის #16 საჯარო სკოლის ეკო კლუბ "ოჩოპინტრეს"გუნდმა, შემდეგი შემადგენლობით: მარიამ ხოტივრიშვილი (გუნდის კაპიტანი), თამარ ქუმელაშვილი, ნათია მაჩაიძე, ნიკა კიკნაძე, ბაქარ ტორაძე და ეთერ კენჭოშვილი.
კლუბის ხელმძღვანელი: მარინა მამულაშვილი (მასწავლებელი).
ვუსურვოთ მათ წარმატებები.









ა/წლის 13 ოქტომბერს, 16:00 საათზე, "ევროპის სახლში", შვედეთის საელჩოსა და არასამთავრობო ორგანიზაციის "ეკოხედვა/EcoVision" ორგანიზებით, გაიმართა "შვედეთის გარემოს დაცვის დღეები საქართველოში" დახურვის ცერემონია.
დახურვის ცერემონიაზე მიწვეულნი იყვნენ სსიპ ქალაქ თბილისის #16 საჯარო სკოლის ეკოკლუბის - "ოჩოპინტრე"-ს ხელმძღვანელი მ. მამულაშვილი და დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, რომლებსაც შეხვდნენ შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოსა და ს..






ა/წლის 3 ოქტომბერს, მსოფლიო გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ კამპანიაში "დავასუფთავოთ მსოფლიო! დავასუფთავოთ საქართველო!", შვედეთის საელჩოს, "საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრები-საქართველო" არასამათავრობო ორგანიზაციის, მცხეთა-მთიანეთის გუბერნიისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სსიპ ქალაქ თბილისის #16 საჯარო სკოლის "ეკოკლუბის" წევრებმა.
დასუფთავდა ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია.
მადლობა ყველას





დაუვიწყარი ორი დღე ქობულეთსა და ბათუმში. 26-27სექტემბერს მოეწყო ეკოკლუბის მოსწავლეთა ექსკურსია ქალბატონ მარინა მამულაშვილის ხელმძღვანელობით.









                           ,,  ეკოკლუბი"                          



          
                                                     
                                                                                    
სამოქალაქო კლუბი











No comments:

Post a Comment