სიახლეები

07.04.2023წ
ქართულ ხელნაწერებში დაცული
საბუნებისმეტყველო ცოდნის შესახებ ინფორმაციის გაზიარების მიზნით,
2023 წლის 7 აპრილს, დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №16 საჯარო სკოლის მე-11 კლასელებს შეხვდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სასწავლო და საკვალიფიკაციო პროექტების სამსახურის ხელძღვანელი, პედაგოგიკის დოქტორი, ქიმიის ისტორიის მკვლევარი, ირინა გოგონაია.

შეხვედრის პირველ სესიაზე სტუმარმა უფროსკლასელები არტეფაქტების სამყაროში ამოგზაურა და მათი ყურადღება იმაზე გაამახვილა, თუ რას ნიშნავს ქიმიკოსის ფოკუსი ხელნაწერ არტეფაქტთან დაკავშირებით. შეხვედრის მეორე სესიაზე სტუმარმა საინტერესო მაგალითებით აღწერა, თუ რას გვიყვება ხელნაწერი ადამიანზე და ეპოქაზე
აღნიშნული ვიზიტი სკოლის ქიმიის მასწავლებლის, ხათუნა ნოზაძის ინიციატივით შედგა.









31.03.2023წ
ჩვენი სკოლის მეეცხრეკლასელთა შეხვედრა თანამედროვე ქართველ ხელოვანთან- ლია ბაგრატიონთან,ვისთვისაც ექსპერიმენტები და ახალი მიდგომების ძიება შემოქმედების მთავარი ნიშანია..




27.03.2023 სასწავლო წელს წ.სსიპ დავით სარაჯიშვილის სახელობის ქ თბილისის N 16 საჯარო სკოლაში ჩატარდა კონფერენცია მათემატიკაში. კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეაზრებიანათ მათემატიკის მნიშვნელობა ყოველდღიურ ყოფაცხოვრებაში,ასევე საგანმანათლებლო რესურსს პლათფორმა CK 12 ის გამოყენებით მოეხდინათ მათემატიკის სწავლების პროცესში თეორიული მასალის გააზრებისა და მათი პრაქტიკაში გამოყენების მნიშვნელობა.მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციებში ნათლად იყო წარმოჩენილი მედიცინის,ხელოვნების,სოფლის მეურნეობის,ასტრონომიის და სხვა დარგებისა მათემატიკი ურთიერთკავშირი
კონფერენციას ესწრებოდნენ მშობლები და სხვადასხვა კათედრის პედაგოგები
მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს STEM მიმართულებით გაძლიერებას,პრეზენტაციები მომზადებული იქნა საგანმანათლებლო პლატფორმა CK12ის გამოყენებით




















21,03.2023წ  საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, განაგრძობს პროექტის „ჩვენი ჯარი“ განხორციელებას.
 პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია მოზარდებსა და ახალგაზრდებში საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ ცნობიერების ამაღლების, ჯარის პოპულარიზაციის, პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებისა და სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობის ხელშეწყობის თვალსაზრისით;
 პროექტი სკოლებში მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების ვიზიტსა და მათი მაღალი კლასების მოსწავლეებთან შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს.
 სსიპ დ.სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N 16 საჯარო სკოლაში „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში ჯარისკაცებმა მოსწავლეებს პრეზენტაციების სახით გააცნეს თავდაცვის ძალების ისტორია, ამოცანა, თავდაცვის ძალებში მოხვედრისა და სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობები;
 მოსწავლეებმა სტუმრებთან ერთად ისაუბრეს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, ნატო-საქართველოს ურთიერთობებისა და საერთაშორისო მისიებში, საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ;
 ინფორმაციას აწვდიან. მოსწავლეები საქართველოს ეროვნული გმირებს, თითოეული მათგანის გმირობის ისტორიას უშუალოდ ჯარისკაცებისგან ისმენენ. მოსწავლეებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღების, საკუთარი შეხედულებების დაფიქსირებისა და თემატურად მომზადებულ-შერჩეული, მაღალი ხარისხის ფოტო და ვიდეომასალის ხილვის შესაძლებლობა აქვთ.












21 მარტს 2023 სასწავლო წელი სკოლაში ჩატარდა დაუნის სინდრომის ცნობადობის ამაღლების მიზნით საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქტივობა. სახელწოდებით ,, ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის"




























2023 სასწაავლო წელს სსიპ დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №16 საჯარო სკოლაში საბაზო საფეხურის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჩუქარი, პერსონალური კომპიუტერები გადაეცა. სკოლის დირექტორმა, ადმინისტრაციის წევრებმა და დამრიგებლებმა წარჩინებულ მოსწავლეებს მშობლებთან ერთად უმასპინძლეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. სკოლაში წარჩინებულ მოსწავლეთა რაოდენობა, ტრადიციულად, ყოველწლიურად მატულობს. ამჯერად, პერსონალური კომპიუტერები, საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის სულ 10 მოსწავლეს გადაეცა; სასკოლო საზოგადოება იზიარებს ამ სიხარულს და წარმატებებს უსურვებს მომავალშიც






























დიზენფექცია სკოლაში 





ტრენინშეხვედრა




















სსიპ დავით სარაჯიშვილის  სახელობის ქალაქ თბილისის N16  საჯარო სკოლის პედაგოგის
ქეთევან რეხვიაშვილის მიერ 2017-2018 სასწავლო წელს ჩატარდა კვლევა შემდეგ საკითხზე:
მაღალი სააზროვნო უნარებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის საჭირო ქმედებების  განსაზღვრა  სასწავლო პროცესში.


კვლევის შედეგად მასწავლებელმა გააკეთა შემდეგი დასკვნა:
სსიპ დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლის მე-9 ბ კლასში განხორციელდა პრაქტიკული კვლევა, რომლის მიზანიც იყო მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების  განვითარებასა და გააზრებული კითხვის უნარებზე სწავლა-სწავლების პროცესის  განსაზღვრა. კვლევა განახორციელა  მე-9 ბ კლასის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ქეთევან რეხვიაშვილმა.
კვლევისას გამოვიყენეთ  შერჩევის ორი ტიპი - სრული (საკვლევი პრობლემის შესასწავლად დაიგეგმა დიაგნოსტიკური წერების ჩატარება მე-9 ბ კლასის მოსწავლეებისათვის) და მიზნობრივი (დაიგეგმა კვლევის ჩატარების დრო ფოკუს-ჯგუფი ასევე, მე-9 კლასის მოსწავლეებთან.).                
კვლევის ვადებად ავიღეთ  2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის  15 ივნისამდე პერიოდი. თვეში ორჯერ ხდებოდა შეგროვებული მასალის განხილვა-დამუშავება,  ინტერვენციების დაგეგმვა და ა. შ.
კვლევა განხორციელდა დაგეგმილ ვადებში. ამ პერიოდში განხორციელდა  დაგეგმილი ღონისძიებები, რომლის შედეგადაც მოგვეცა  შესაბამისი დასკვნების გაკეთების საშუალება.
კვლევის განმავლობაში მიღებულ შედეგებსა და მიგნებებზე დაყრდნობით შევიმუშავეთ რეკომენდაციები, რომლებიც გავაცანით კოლეგებს, გავუზიარეთ ჩვენი შეხედულებები, მო
ვისმინეთ მათი აზრი, რჩევები და ვუპასუხეთ მათ მიერ დასმულ კითხვებს.  


კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოსწავლეთა სააზროვნო უნარებისა და კრიტიკული აზროვნების  განვითარებას ხელს უწყობს:
1.         მოსწავლეზე ორიენტირებული, კონსტრუქტივისტული  გაკვეთილების ჩატარება;
2.         ყურადღების გამახვილება არა ფაქტობრივ ცოდნაზე, არამედ კრიტიკულ, ანალიტიკური  და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე;
3.         განმავითარებელი შეფასებისთვის მეტი დროისა და ყურადღების დათმობა.


აქედან გამომდინარე, კვლევის რეკომენდაციები ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:

1.         მოსწავლეზე ორიენტირებული, კონსტრუქტივისტული  გაკვეთილების ჩატარება;
2.         ყურადღების გამახვილება არა ფაქტობრივ ცოდნაზე, არამედ კრიტიკულ, ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე;
3.         განმავითარებელი შეფასებისთვის მეტი დროისა და ყურადღების დათმობა.



                     პრაქტიკული კვლევის რეფლექსია

  ნაშრომი წარმოადგენს სსიპ დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლის X კლასის  მოსწავლეებთან ჩატარებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს თემაზე  -,,ეფექტური ინტერვენციები  გააზრებული კითხვის ხელშესაწყობად’’ პრაქტიკული კვლევის მიზანია გამოიკვლიოს მოსწავლეებში რა იწვევს გააზრებული კითხვის პრობლემებს და რამდენად მნიშვნელოვანია იგი მოსწავლის პიროვნულ განვითარებაში.  საკვლევი თემის შერჩევა განაპირობა მოსწავლეებს შორის საგაკვეთილო პროცესში, ასევე შემაჯამებლებში გამოკვეთილმა ხარვეზებმა (კერძოდ, ტექსტების ანალიზისა და ტესტების დაწერის დროს), პრობლემებმა, რომელიც გააზრებულ კითხვას უკავშირდებოდა, განსაკუთრებით  იგრძნობოდა ეს საინფორმაციო ტექსტების შესწავლისას არა მარტო ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე სხვა საგნებშიც:(მაგალითად, გეოგრაფიაში, ბიოლოგიაში). ეს კი, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს  საგნების აკადემიურ მოსწრებაზეც. დასახელებული პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას არა მარტო  საქართველოს სკოლებში, არამედ საერთაშორისო დონეზეც.
 კვლევა განახორციელა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ლია გიგოლაშვილმა. პრაქტიკის კვლევა მოიცავდა პერიოდა 2018 წლის  იანვრიდან  15  ივნისის ჩათვლით. კვლევის მეთოდოლოგიური საფუძველი არის პრაქტიკის კვლევა, ხოლო ინტერვეციების სანდოობისა და ეფექტურობის მიზნით გამოყენებულია კვლევის სხვადასხვა მეთოდი- რაოდერნობრივი და თვისობრივი.   თვისობრივი მეთოდი გულისხმობს ზოგად დაკვირვებას როგორც საგაკვეთილო პროცესზე, ასევე გაკვეთილზე მასწავლებლის მიერ გამოყენებულ გააზრებული კითხვის მეთოდების ეფექტიანობასა და მათ მნიშვნელობაზე მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების პროცესში. რაოდენობრივი კვლევის მეთოდებიდან გამოყენებულია დიაგნოსტიკური ტესტები ღია და დახურული კითხვებით. დაიგეგმა ასევე ინტერვეციები: დიაგნოსტიკური ტესტებით პრობლემის გამოკვეთა, გაკვეთილებზე  გააზრებული კითხვის მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება,   მოსწავლეთა  ტესტირებებზე ფოკუსირებული დაკვირვება. შემდეგ ისევ პოსტესტით  მიღებული შედეგების  პირველად მონაცემებთან შედარება.     კვლევის შედეგები: კვლევის მიმდინარეობისას საკმაოდ გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა     საგაკვეთილო პროცესში, ტესტებზე მუშაობისას იმატა მაღალმა ქულებმა, კითხვის მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენებამ გააადვილა როგორც მხატვრული, ასევე  საინფორმაციო ტექსტების აღქმა. ასევე იმატა მაღალმა შეფასებებმა სხვა საგნებშიც.(ისტორია, გეოგრაფია) დასკვნა: მიუხედავად ამისა,  კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, დავინახე, რომ გააზრებული კითხვის პრობლემები გლობალურ ხასიათს ატარებს. ამიტომ თუ გვინდა, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას კვლევში ჩამოყალიბებული რეკომენდაციები მრავალჯერადი და სიტემური უნდა იყოს. მხოლოდ ასე შეიძლება მივაღწიოთ მიზანს და ჩვენი მოსწავლეები აღვჭურვოთ ისეთი უნარებით, რომლებიც ცხოვრების ფართო გზაზე თავის დასამკვიდრებლად, საკუთარი ადგილის საპოვნელად დაეხმარებათ.  

ქართული ენისა და ლიტ პედაგოგი ლია გიგოლაშვილი








1.11.2016წ.
XIბ კლასი სარაჯიშვილის სახელობის კონიაკის ქარხანაში...
მოსწავლეებისათვის ჩატარდა თემატური ექსკურსია, მათ მოისმინეს საუბარი დავით სარაჯიშვილის მოღვაწეობისა და, ასევე, საკონიაკე სპირტების ტექნოლოგიების შესახებ








განახლებული ბიბლიოთეკა





განახლებული სპორტის და სააქტო დარბაზი











გილოცავთ 2016-2017 სასწავლო წელს!













16.03.2016წ
სამუშაო შეხვედრა G-pride-ის ფარგლებში- მონაცემთა ანალიზი
ჩატარდა სტუმრებთან ერთად








2015–2016 სასწავლო წელი

16.01.2016








13/01   I სემესტრის შემაჯამებელი პედსაბჭო




06.01.2015 წელი. მორიგი სამუშაო შეხვედრა - თემა: პროფესიული განვითარების სამოქმედო გეგმა






საახალწლო განწყობა N16 საჯარო სკოლაში














საახალწლო ზეიმი
დაწყებითი კლასის პედაგოგი ნანა მერკვილაძე




საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა




თვითშეფასების კითხვარების პრეზენტაცია

ფასილიტატორი ქართული ენისა და ლიტ პედაგოგი 

ლ. გიგოლაშვილი; ხ. ქუმელაშვილი





ქართული ენისა და ლიტ–ის კათედრა
 



პედსაბჭო 













გილოცავთ ახალ სასწავლო წელს!




























პოსტი by სსიპ ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლა.

http://mes.gov.ge/content.php?id=5399&lang=geo




http://www.naec.ge/gakhdi-moqalaqe/153-/3407-samoqalaqo-ganathlebis-olimpiada.html?lang=ka-GE



საჭირო ბმულები:
http://news.edu.aris.ge/eduworld/7496-8-rCeva-mSoblebTan-urTierTobisaTvis.html


























No comments:

Post a Comment